არქივი18 ნოემბერი, 2023, 19:53
თელ-ავივიდან იერუსალიმში | ხუთდღიანი საპროტესტო მსვლელობა ისრაელში
"დააბრუნეთ ისინი ახლავე" - ეს შეძახილები ისმოდა მასშტაბურ მსვლელობაზე, რომელიც თელ-ავივიდან იერუსალიმის მიმართულებით გაიმართა და სადაც ათასობით დემონსტრანტი ჰამასის ტყვეობაში მყოფი ისრაელის მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვდა. მსვლელობის მონაწილეებს, 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გატაცებული ადამიანების ფოტოები და ისრაელის დროშები ეჭირათ.
დემონსტრანტები პრემიერ ნეთანიაჰუს ოფისთან მივიდნენ და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს..
ხუდღიანი საპროტესტო მსვლელობა თელ-ავივში დაიწყო და იერუსალიმში დასრულდა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.