არქივი24 დეკემბერი, 2025, 13:16
თელარა გელანტია: სანამ ჩვენ გვეძინა, მთავრობა ბაზარში წასულა და გაუგია, რომ სურსათი ძალიან ძვირი ღირს ჩვენთან. ლამაზი ვიდეოც “გამოუცხვიათ”, სადაც ...

ჟურნალისტი თელარა გელანტია:
გილოცავთ
- სანამ ჩვენ გვეძინა, მთავრობა ბაზარში წასულა და გაუგია, რომ სურსათი ძალიან ძვირი ღირს ჩვენთან. ლამაზი ვიდეოც “გამოუცხვიათ”, სადაც ირაკლი კობახიძე ფრანგულ თუ გერმანულ ფასებს ქართულს ადარებს და, რა თქმა უნდა, “ხარბ ქართულ ბიზნესს” დებს ბრალს… 
რატომღაც არავინ უთხრა ი.კობახიძეს, რომ ფასში ერთ-ერთი კომპონენტი გადასახადებია - დღგ - ხორცის ფასში დღგ საქართველოში 18%-ია, იტალიაში კი 4%, პურზე დღგ 18%-ს შეადგენს, საფრანგეთში კი 5.5%-ია….
იქნებ ამაზეც ეფიქრა ხალხზე მზრუნველი და ბავშვის ფაფიდან “ატკატების” მხვრეპავების მემკვიდრეებს?!
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.