თელავში 48 წლის კაცი დაჭრეს

3
თელავში 48 წლის კაცი დაჭრეს. შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 33 წლის პირია დაკავებული და მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება
“გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით – 1978 წელს დაბადებული გ.გ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება