თელავში საახალწლო სამზადისი გრძელდება

თელავში საახალწლო სამზადისი გრძელდება. ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნაძვის ხის მოწყობა დასრულების ეტაპზეა ალაზნის გამზრისა და კავკასიონის ქუჩის კვეთაზე მდებარე სკვერშიც.
„2024 წელს თელავი ახალი ნაძვის ხითა და ილუმინაციებით შეხვდება. პრემიერ-მინისტრ ს გადაწყვეტილებით, ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის თელავს, საჩუქრად ახალი ილუმინაციები გადაეცა, რომლებიც მთავარ მოედანზე, ასევე ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში განთავსდა.
უკვე დასრულებულია ქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვა, ნაძვის ხეები განთავსდა ასევე სოფლებში ჯუღაანსა და წინანდალში.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი ცენტრალურ მოედანზე 23 დეკემბერს გაიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება – სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 ათას გულშემატკივარს