არქივი14 ივნისი 2025, 15:51
თელავში, მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თელავში, პოლიციელზე თავდასხმისთვის მსჯავრდებულის, მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
პოლიტიკოსები, ადგილობრივები, ოჯახის წევრები და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასული მოქალაქეები, თელავის თეატრთან არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეები ბანერებით - „ცეცხლი ოლიგარქიას“, „ძირს უსამართლო სასამართლო“ და შესაძიხილებით მათე დევიძის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ.
პოლიციელზე თავდასხმაში მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
21 წლის მათე დევიძე თელავის მკვიდრია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.