არქივი7 ივნისი, 2024, 10:57
თელავში დაკარგული 24 წლის ბიჭი იპოვეს
თელავიდან გაუჩინარებული 24 წლის ახალგაზრდა, ქუთაისში იპოვეს. ინფორმაციას ახალგაზრდა კაცის დედა ადასტურებს.
„დამირეკა, კარგად არის, მადლობა ყველას”- ამბობს დედა.
ჯერჯერობით უცნობია დეტალები, რატომ აღმოჩნდა ახალგაზრდა ქუთაისში. ოჯახის წევრები და ახლობლები 24 წლის ალექსანდრე ჩერნოვს სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახლიბლებთან ერთად, ძებნის სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.