არქივი23 იანვარი, 2024, 13:22
თელავი- გურჯაანის გზაზე მანქანა რკინის კონსტრუქციას შეეჯახა | არიან დაშავებულები
თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შემთხვევა თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის ერთ- ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.