ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. დღეიდან ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
“საბავშვო ბაღებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და სხვა აუცილებელი სივრცეები. ბაღის შენობა აღიჭურვა ყველა აუცილებელი კომუნიკაციით, კეთილმოეწყო და გამწვანდა ეზოს ტერიტორია.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
ახალი საბავშვო ბაღი აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი შენობითა და შესაბამისი მომსახურებით ისარგებლებენ.
ახალი სასწავლო წლიდან ვარდისუბნის ბაღში სოფელ რუისპირის ბაღის აღსაზრდელებიც ივლიან, რომლის სრულ რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ვარდისუბნის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების ღირებულებამ 3.5 მილიონი ლარი შეადგინა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით „ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში, საბოლოოდ, 32 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს, რომლის ჯამური ინვესტიცია 73.5 მილიონი ლარია.
საბავშვო ბაღის გახსნას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით ტაბიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.