თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიამ ცხრავე საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია

კახეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები განიხილეს. საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისიაში.
აღნიშნულ ოლქში 9 საჩივრიდან კომისიის წევრებმა ყველა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და არ დააკმაყოფილეს, რასაც ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
“იმის ნაცვლად, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იყოს მოწოდების სიმაღლეზე, ამათ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს, თუმცა, რა გასაკვირია, როცა, ვიცით, რასაც აკეთებდნენ წინასაარჩევნოდ. ჩვენი მოთხოვნა იყო და საჩივრებიც ამაზე მეტყველებდა, რომ გახსნილიყო საეჭვო უბნები და ხელახლა გადათვლილიყო ხმები, რადგან იყო ცდომილებაც. არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა“, – აცხადებს #17 საოლქო საარჩევნო ოლქის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი შანყულაშვილი.
საოლქო კომისიის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ წარდგენილი საჩივრები უსაფუძვლო იყო.
საჩივრების განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: დღეს კი, ბატონო სპიკერო, იგივე ურყევი სიმტკიცეა საჭირო უკრაინისა და მისი მამაცი ხალხის დასაცავად, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჭეშმარიტად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა

ირაკლი კობახიძე – შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, მაგრამ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია, გამოვიდეს კომიკური მდგომარეობიდან