პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თელავის ისტორიულ მუზეუმში შუამთის მონასტრის საგანძურის გამოფენა გაიხსნა

თელავის ისტორიულ მუზეუმში შუამთის მონასტრის საგანძურის გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და თელავის ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერითა და შუამთის დედათა მონასტრის ინიციატივით ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის მონასტრის აღდგენის 30 წელთან დაკავშირებით თელავის ისტორიულ მუზეუმში შუამთის მონასტრის საგანძურის გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ახალი შუამთის მონასტრის ხატები, საეკლესიო ნივთები და ხელნაწერები, ასევე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში (საგანძურში) დაცული შუამთის მონასტრისთვის შეწირული შვიდი ექსპონატი: 6 ბეჭედი და ერთი საცეცხლური. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან წარმოდგენილია სამი ხელნაწერი – ტიპიკონი, იოანე ოქროპირის მათეს თავის განმარტებანი და კრებული.
გამოფენის გახსნაზე აჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ახალი შუამთის მონასტრის ისტორიას ასახავს.
თელავის ისტორიულ მუზეუმში გამოფენა 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.