არქივი7 დეკემბერი 2025, 11:23
თელავის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგონები თანატოლ გოგონას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სამი არასრულწლოვანი გოგონა, თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 12-13 წლის გოგონებმა მეზობელ სოფელში მდებარე სკოლაში, ერთ-ერთ მოსწავლეს, თანატოლ გოგონას მანამდე არსებული კონფლიქტის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, რაზე უარის მიღების შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.