თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინისა და პროექტირების შესახებ, კონკურსი გამოცხადდა

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინისა და პროექტირების შესახებ, კონკურსი გამოცხადდა. აეროპორტების გაერთიანება იწვევს ყველა დაინტერესებულ კონკურსანტს, რომელსაც პროექტირების სფეროში სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება აქვს. ასევე, მსგავსი მომსახურების გამოცდილება გააჩნია.
კონკურსანტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს 4 500 კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილებაც. ღია ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს.
საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსანტს უნდა ჰყავდეს თანამშრომელი, რომელსაც აქვს არქიტექტორად მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება და დაპროექტებული ექნება მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი