თეკლა თიკანაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების განსხვავებული იდეები და ხედვები იქცეს არა დაპირისპირების საფუძვლად, არამედ დიალოგის ფორმატი მივცეთ ამ ყველაფერს და ჩვენი კონფერენციებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა თეკლა თიკანაშვილმა ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ახალგაზრდებმა არაერთი მნიშვნელოვანი იდეა გააჟღერეს და მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერს დიალოგის ფორმატი უნდა ჰქონდეს.
„ახალგაზრდებმა გამოთქვეს განსხვავებული იდეები, მათ შორის, არ მოერიდნენ კრიტიკული შეკითხვების დასმას და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს განსხვავებული იდეები, ხედვები და მოსაზრებები იქცეს არა დაპირისპირების საფუძვლად, არამედ დიალოგის ფორმატი მივცეთ ამ ყველაფერს და ჩვენი კონფერენციებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“-განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი