არქივი27 დეკემბერი 2023, 09:55
თეირანი ურანის წარმოების გაზრდასთან დაკავშირებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშს უარყოფს
თეირანი ურანის წარმოების გაზრდასთან დაკავშირებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშს უარყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს.
„ჩვენ ახალი სამუშაოები არ ჩაგვიტარებია და ჩვენი ამჟამინდელი საქმიანობა რეგულაციების მიხედვით მიმდინარეობს“, - განაცხადა ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელმა, მოჰამედ ესლამიმ.
ცნობისთვის, გუშინ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვით ირანმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 60%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოება გაზარდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.