ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეირანის წინააღმდეგ სანქციების გამო Iran Air-მა ევროპაში ფრენა შეწყვიტა

თეირანის წინააღმდეგ სანქციების გამო Iran Air-მა ევროპაში ფრენა შეწყვიტა

ევროპაში ირანის უმსხვილესმა ავიაკომპანია Iran Air -მა შეწყვიტა ფრენა ევროპაში ახალი სანქციების გამო, რომლებიც ირანს დაუწესეს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გამო, რასაც, როგორც სააგენტო ირნა იტყობინება, ირანი უარყოფს, ისევე როგორც აცხადებს, რომ უკრაინასთან რუსეთის ომში ნეიტრალურია.
Iran Air-მა ფრენების შეწყვეტის შესახებ თავის მგზავრებს აცნობა სანქციების გამოცხადების შემდეგ, იტყობინება Euronews-ი.
Iran Air-ი სექტემბრამდე დაფრინავდა ვენაში, ჰამბურგში, ლონდონში, პარიზში, რომში, ფრანკფურტში და სხვა ქალაქებში. ირანში ფრენა შეაჩერეს ასევე ევროპის სხვა ავიაკომპანიებმა უსაფრთხოების მოსაზრებებით, შესაძლო საომარი მოქმედების შიშით.
მათ მიმართ საპასუხო სანქციები არ დაწესებულა.
სანქციები ევროკავშირმა ირანს დაუწესა 14 ოქტომბერს. საფუძვლად მოყვანილია რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება.
ფრენები Iran Air-ისთვის ოფიციალურად არ აუკრძალავთ, მას გაუყინეს ანგარიშები და აქტივები და ავიაკომპანიასთან შეუძლებელი გახდა ყოველგვარი კომერციული თანამშრომლობა, რაც მის საქმიანობას შეუძლებელს ხდის.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის ელჩი და პროტესტი გამოუცხადა შეზღუდვების გამო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.