არქივი15 აპრილი, 2024, 19:24
თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ამ დროისთვის 4 პირია დაკავებული
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ამ დროისთვის 4 პირია დაკავებული:
„შსს-ის მხრიდან არის დაკავებული 4 პირი, ამ ეტაპზე. მიმდინარეობს აქცია, ხდება იმ დესტრუქციული ძალების განეიტრალება, დაკავება, რომლებიც ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას. ისინი აგრესიულად გამოირჩევიან, შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, უწევენ ფიზიკურ წინააღმდეგობას და მათი განეიტრალება ხდება“, – განუცხადა კუპატაძემ „ტვ პირველს“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.