პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი კონტრპროდუქტიულია

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი კონტრპროდუქტიულია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.
კარინ ჟან-პიერის თქმით, თეთრი სახლი შეშფოთებულია ორბანის არჩევანით.
„ეს ნაბიჯი ხელს არ შეუწყობს მშვიდობის საქმეს და კონტრპროდუქტიულია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად“, – დასძინა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.