ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და სირიის პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და სირიის პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და სირიის პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ისა და სირიის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და აჰმედ ალ-შარაას შორის შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი და აჰმედ ალ-შარაა შეხვედრაზე „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეგიონული მშვიდობის საკითხებს“ განიხილავენ.
„სირია გამოაცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალურ კოალიციას შეუერთდება“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.