პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეთრ სახლში ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს შეხვდება

თეთრ სახლში ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს შეხვდება

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ორშაბათს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
ასევე, ცნობილია, რომ ისრაელის ოფიციალური პირები დაჯგუფება „ჰამასთან” არაპირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ, რომელთა მიზანია, აშშ-ის შუამავლობით ღაზაში მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაა.
ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არსებობს დიდი შანსი, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიმდინარე კვირაში მიაღწიონ.
მას შემდეგ, რაც ტრამპი იანვარში აშშ-ის პრეზიდენტი ახალი ვადით გახდა, ეს თეთრ სახლში ნეთანიაჰუს მესამე ვიზიტი იქნება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.