ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩინეთისთვის დაწესებული სავაჭრო ტარიფი, შესაძლოა, 245%-მდე გაიზარდოს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩინეთისთვის დაწესებული სავაჭრო ტარიფი, შესაძლოა, 245%-მდე გაიზარდოს

აშშ-მა შესაძლოა ჩინეთისთვის ტარიფი 245%-მდე გაზარდოს. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „განთავისუფლების დღეს“, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააწესა 10%-იანი ტარიფი ყველა ქვეყნისთვის. ასევე ინდივიდუალური, უფრო მაღალი ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებთანაც შეერთებულ შტატებს აქვს სავაჭრო დეფიციტი.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ 75-ზე მეტი ქვეყანას სურს ვაშინგტონთან ახალი სავაჭრო შეთანხმებების განხილვა, რის შემდეგაც ტრამპმა დროებით შეაჩერა ინდივიდუალური ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოლაპარაკებებზე დათანხმდნენ. გამონაკლისი იყო ჩინეთი, რომელმაც საპასუხო ზომები მიიღო.
„ამ ქმედებების შედეგად, ჩინეთს ახლა ემუქრება აშშ-ში იმპორტზე 245%-მდე ტარიფი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად ჩინეთისთვის 145%-იანი ტარიფი მოქმედებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.