თეთრ სახლთან ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილი მოკლულია

ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ეჭვმიტანილი, რომელმაც თეთრ სახლთან ცეცხლი გახსნა, საიდუმლო სამსახურის აგენტებთან ორმხრივი სროლისას მოკლეს.
მედიამ ეჭვმიტანილის ვინაობაც დაასახელა - ის 21 წლის ნასირ ბესტია, რომელიც დაცვის სააგენტოსთვის მანამდეც იყო ცნობილი და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დოკუმენტირებული ისტორია ჰქონდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიცრებს შეიარაღებული პირის დაკავებისას „სწრაფი და პროფესიონალური მოქმედებისთვის“ მადლობა გადაუხადა. ტრამპმა Truth Social-ის პოსტში აღნიშნა, რომ თავდამსხმელს „ძალადობრივი წარსული ჰქონდა და, შესაძლოა, აკვიატებული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძვირფასი ნაგებობით“.
თეთრი სახლის მიმდებარედ ათობით გასროლის ხმა რამდენიმე საათის წინ გაისმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.