თეთრი სახლი – მნიშვნელოვანია, ისრაელმა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და რაფაჰის მოსახლეობის დასაცავად ყველაფერი გააკეთოს და სამხედრო ოპერაციები სტრატეგიული სიზუსტით ჩაატაროს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, ჯეიკ სალივანმა იოავ გალანტთან შეხვედრისას ისრაელის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი განიხილა.
„მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და რაფაჰის მოსახლეობის დასაცავად ყველაფერი გააკეთოს და სამხედრო ოპერაციები რაც შეიძლება სტრატეგიული სიზუსტით ჩაატაროს“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის მიწვევით იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის