ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეთრი სახლი - დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი განიხილეს

თეთრი სახლი - დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი განიხილეს

დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
„ლიდერებმა ორმხრივი ვაჭრობის, უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებისა და ახლო აღმოსავლეთში რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ამასთან, თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს მეფე ჩარლზ III-თან სახელმწიფო ვიზიტს მოუთმენლად ელის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.