ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეთრი სახლი - დონალდ ტრამპი ირან-ისრაელის კონფლიქტში აშშ-ის ჩართვაზე გადაწყვეტილებას ორი კვირის განმავლობაში მიიღებს

თეთრი სახლი - დონალდ ტრამპი ირან-ისრაელის კონფლიქტში აშშ-ის ჩართვაზე გადაწყვეტილებას ორი კვირის განმავლობაში მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გადაწყვეტს, ჩაერთვება თუ არა აშშ ირან-ისრაელის კონფლიქტში პირდაპირ, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა.
„იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შანსი, რომელიც უახლოეს მომავალში ირანთან, შესაძლოა, შედგეს ან არ შედგეს, გადაწყვეტილებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მივიღებ“, - აღნიშნულია დონალდ ტრამპის განცხადებაში, რომელიც კაროლინ ლევიტმა გააჟღერა.
მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ BBC-ს განუცხადა, რომ აშშ-ის ჩარევა რეგიონში ჯოჯოხეთს გამოიწვევს.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის უზენაეს ლიდერს „აღარ შეიძლება არსებობის უფლება მიეცეს“ მას შემდეგ, რაც ირანის საჰაერო დარტყმების შედეგად ბეერ-შებაში საავადმყოფო დაბომბეს და ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე 71 ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი წინა კვირის პარასკევიდან გამწვავდა, როდესაც ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.