ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეთრი სახლი - დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოძალადე ახალმოსახლეების თავდასხმები მიუღებელია და უნდა შეწყდეს

თეთრი სახლი ისრაელელი ახალმოსახლეების მიერ დასავლეთ სანაპიროზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს.
„დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოძალადე ახალმოსახლეების თავდასხმები მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, - ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის განცხადებაში, რომელსაც The Times of Israel-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ისრაელის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები, რათა დაიცვას ყველა საზოგადოება ზიანისგან. ეს მოიცავს ჩარევას ამგვარი ძალადობის შესაჩერებლად და ძალადობის ყველა ჩამდენი პირის პასუხისგებაში მიცემის.
ცნობისთვის, დასავლეთ სანაპიროს სოფელ ჯიტში ათობით ნიღბიანმა ახალმოსახლემ არეულობა მოაწყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 23 წლის ადგილობრივი პალესტინელი, დაიწვა ოთხი სახლი და ექვსი ავტომობილი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.