ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეთრი სახლი: აშშ-მ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია

თეთრი სახლი აცხადებს, რომ აშშ-მ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია.
აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა თქვა, რომ მოლაპარაკება პროდუქტიული იყო, რის შესახებაც “ტრამპი სრულად ინფორმირებულია”.
“მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რამდენად სწრაფად შევძელით შეთანხმების მიღწევა – ეს მიანიშნებს, რომ განსხვავებები, შესაძლოა, ისეთი დიდი არც ყოფილა, როგორც თავიდან გვეგონა” – თქვა გრირმა
გრიმმა აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმება აშშ-ს ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტის შემცირებაში დაეხმარება.
დონალდ ტრამპმა 9 მაისს განაცხადა, რომ ჩინურ საქონელზე 80%-იანი ტარიფის დაწესება “სწორად ჟღერს”.
ცნობისთვის, 10 აპრილს, აშშ-ს თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინურ იმპორტში აშშ-ს ჯამში, სულ მცირე, 145%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული.
ჩინეთმა ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადი 84%-დან ასევე 125%-მდე გაზარდა, რაც ძალაში 12 აპრილს შევიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.