თეთრი სახლის წარმომადგენელი - აშშ რუსეთის წინააღმდეგ მეორად სანქციებს 8 აგვისტოს შემოიღებს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ მეორად სანქციებს 8 აგვისტოს შემოიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსებს სურთ შეერთებულ შტატებთან ჩართულობის გაგრძელება. მეორადი სანქციების შემოღება მაინც მოსალოდნელია პარასკევს [8 აგვისტოს],” - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმოადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრამ “კარგად ჩაიარა”, მაგრამ ვაშინგტონი მაინც გეგმავს პარასკევს რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების შემოღებას.
ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმოადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დასრულდა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გრძელდებოდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.