ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი - ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს ისრაელისკენ მიმართული რაკეტების ჩამოგდება უბრძანა

თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი - ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს ისრაელისკენ მიმართული რაკეტების ჩამოგდება უბრძანა

ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს ისრაელისკენ მიმართული რაკეტების ჩამოგდება უბრძანა, - ამის შესახებ თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი, შონ სავეტი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ყურადღებით აკვირდებიან ისრაელის წინააღმდეგ ირანის თავდასხმას და მათი ეროვნული უსაფრთხოების გუნდისგან რეგულარულ განახლებებს იღებენ.
„აშშ-ის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების სამხედროებს უბრძანა დაეხმარონ ირანული თავდასხმის წინააღმდეგ ისრაელის თავდაცვას და ისრაელისკენ მიმართული რაკეტები ჩამოაგდონ,” - წერს სავეტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.