ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეთრი სახლის პრესსპიკერი - ტარიფების გამოცხადება იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე აშშ-ს ისტორიაში - დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

თეთრი სახლის პრესსპიკერი - ტარიფების გამოცხადება იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე აშშ-ს ისტორიაში - დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

ტარიფების გამოცხადება იქნება "ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე აშშ-ს ისტორიაში". შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.
“2025 წლის 2 აპრილი ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე ამერიკის თანამედროვე ისტორიაში. ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა იყო მსოფლიოში და საუკეთესო სამომხმარებლო ბაზა გვყავს, უდავოდ, თუმცა ბევრმა ქვეყანამ თავისი ბაზარი დახურა ჩვენი ექსპორტისთვის, ეს ფუნდამენტურად უსამართლოა…
პრეზიდენტმა წინა ღამეს თქვა, რომ გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე მასთან ერთად ვიყავი ოვალურ ოფისში და ის ამ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. არ მინდა პრეზიდენტს დავასწრო.
ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დღეა. ის თავის სავაჭრო და სატარიფო გუნდთან ერთად არის ახლა, სრულყოფილამდე მიჰყავს ის [გადაწყვეტილება], რათა დარწმუნდეს, რომ ეს შესანიშნავი გარიგება იყოს ამერიკელი ხალხისთვის და ამერიკელი დასაქმებულებისთვის. ყველანი 24 საათში გავიგებთ,” - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.