თეთრი სახლის პრესსპიკერი – უკრაინას უსასრულოდ ვერ დაეხმარება, დონალდ ტრამპს ამ ომის დასრულება სურს

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლინ ლევიტის განცხადებით, შეერთებულ შტატებს არ შეუძლია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება.
მისი თქმით, -ის პრეზიდენტმა უზარმაზარი დრო და ენერგია ჩადო რუსეთისა და უკრაინის ომის გადაწყვეტის გზების ძიებაში, რისთვისაც იგი მადლიერებას იმსახურებს. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის მთავარი მიზანი მკვლელობების შეჩერება და ომის საბოლოოდ დასრულებაა.
კაროლონ ლევიტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა შეწყვიტა ამ ომის დაფინანსება, შეერთებული შტატები ნატოს მექანიზმების მეშვეობით კვლავ აგრძელებს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობით იარაღის გაგზავნას ან მიყიდვას.
„ჩვენ ამას უსასრულოდ ვერ გავაკეთებთ. პრეზიდენტს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ