თეთრი სახლის პრესმდივნის ცნობით, ტრამპმა ზელენსკისთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გამართა
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმა განაცხადა.
თეთრი სახლის წარმომადგენლის ცნობით, ტრამპი ზელენსკის იმ დროს ესაუბრა, როდესაც ალასკიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა.
კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ამჟამად დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბარს ნატო-ს ლიდერებთან მართავს.
ფოტო შექმნილია ხელოვნური ინტელექტის AI-ის მიერ.
Next: წითელი ხალიჩისა და სიტყვა „პროგრესის“ უკან იმალებოდა ომის გაყინვის ფორმულის ძიება და ახალი ბირთვული გარიგება, ხოლო მთავარ იმიჯურ საჩუქრად ტრამპისთვის, პუტინის აღიარებითი ხაზგასმა მიმაჩნია
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.