თეთრი სახლის ოფიციალური პირი - დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან პროდუქტიული დისკუსია გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე ძალიან პროდუქტიული საუბარი ჰქონდა, - ამის შესახებ თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩუნგმა განაცხადა.
„პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი ზელენსკი დღეს პირადად შეხვდნენ ერთმანეთს და ძალიან პროდუქტიული დისკუსია გამართეს. შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აღნიშნა სტივენ ჩუნგმა.
ორივე ლიდერი იტალიის დედაქალაქში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა. ახლა ისინი წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებიან, სადაც პაპის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.