თეთრი სახლის მრჩევლები ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ – Reuters

ზოგიერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი და თეთრი სახლის მრჩევლები -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის წარმომადგენლების თქმით, ტრამპი კვლავ იმედოვნებს რუსეთთან ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებას. ის სანქციებს მოსკოვთან დაძაბულობის ესკალაციად მიიჩნევს, რამაც შეიძლება სამწლიანი კონფლიქტის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის მცდელობას ხელი შეუშალოს.
თუმცა, მისი თანაშემწეების თქმით, პუტინის მიმართ იმედგაცრუება გულწრფელია და სულ უფრო მწვავდება. მათი თქმით, ის სანქციებს სერიოზულად განიხილავს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბოლო დღეებში უკრაინაზე თავდასხმები გააძლიერა.
“ის ზეწოლის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. ესეც არ არის გამონაკლისი. ის ყოველთვის აწონ-დაწონის თავის ვარიანტებს,” – განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
ასევე გამოცემის ცნობით, -ის ოფიციალური პირების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციას სჯერა, რომ მეორადი სანქციები (სანქციები, რომლებიც არა მხოლოდ რუსეთს, არამედ რუსეთთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ ქვეყნებს შეეხებათ) ეფექტურია.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად