ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თევზეული 20.5%-ით, პური - 14.3%-ით – რა გაძვირდა ყველაზე მეტად?

თევზეული 20.5%-ით, პური - 14.3%-ით – რა გაძვირდა ყველაზე მეტად?

თევზეული 20.5%-ით, პური - 14.3%-ით – რა გაძვირდა ყველაზე მეტად?
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1.2% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8%.
საქსტატის ინფორმაციით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 10.6%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55%-ით აისახა.
ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
· თევზეული - 20.5%;
· ხილი და ყურძენი - 16.9%;
· პური და პურპროდუქტები - 14.3%;
· შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 10.2%;
· ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9.7 პროცენტი;
· ყავა, ჩაი და კაკაო - 9.4%;
· ბოსტნეული და ბაღჩეული - 8.8%;
· ზეთი და ცხიმი - 8.7%;
· რძე, ყველი და კვერცხი - 8.6%;
· მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 6.8%.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.