„თეგეტა მოტორსი“ ExxonMobil-ის ოფიციალური დილერია უზბეკეთში – რა გეგმები აქვს კომპანიას

მოტორსი” ამერიკულ კორპორაციას, ნავთობმომპოვებელ და საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელ ExxonMobil-ს საქართველოსა და სომხეთის შემდეგ უკვე უზბეკეთშიც ოფიციალურად წარმოადგენს. სადილერო ხელშეკრულება რამდენიმეთვიანი სატესტო გაყიდვების, ბაზრისა და თავად ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით კვლევის შემდეგ გაფორმდა.
35-მილიონიანი უზბეკეთი, რომელიც სწრაფად მზარდია წარმოების მიმართულებით და ასევე სწრაფად ვითარდება ინდუსტრიული კუთხითაც, თავისთავად საინტერესო ბაზარია ნებისმიერი დიდი ბრენდისთვის. თუმცა ExxonMobil-ისთვის, ისევე, როგორც თეგეტასთვის, ამა თუ იმ ქვეყანაში შესასვლელად მხოლოდ ბაზრის სიდიდე საკმარისი პირობა არ არის. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთა მიხედვითაც ამ მასშტაბის ბრენდები და კონკრეტულად ExxonMobil იღებს გადაწყვეტილებას. პირველ რიგში, ეს არის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სტატუსი სხვადასხვა მაჩვენებლით: ეკონომიკური განვითარების ტემპი, საბანკო სისტემა, კორუფციის ინდექსი, ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობები და თავისუფლების ინდექსი. მეორე საკითხია, რამდენად განვითარებულია ქვეყანაში საავტომობილო სფერო და ის ინდუსტრიები, რომლებშიც „მობილის“ საცხებ-საპოხი საშუალებები გამოიყენება. ასევე, თუ არსებობს ბაზარზე ისეთი მოთამაშე, რომელსაც შეიძლება ანდოს კომპანიამ ბრენდი არა მხოლოდ პროდუქციის გაყიდვისთვის, არამედ მის იმიჯზე ზრუნვისა და სათანადო პოზიციონირებისთვის.
ვახტანგ ღულაძე, „ს“ კომერციული დირექტორი: „თეგეტასთვის კავკასია და ცენტრალური აზია რამდენიმე წელია პრიორიტეტულია განვითარების კუთხით. იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალურ აზიაში უზბეკეთი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა განვითარების ტემპის კუთხით და ბიზნესის წარმართვისთვის ყველა ძირითად პირობას აკმაყოფილებს, ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი, გავხსენით წარმომადგენლობა და 2021 წლის იანვრიდან დავიწყეთ ოპერაციები უზბეკეთის ბაზარზე. სხვა ბრენდებთან ერთად, ExxonMobil იყო ერთ-ერთი პირველი, ვისი პროდუქციაც შევიტანეთ რეალიზებისთვის და შედეგები იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ დადგა მოლაპარაკების მეორე ფაზა და 2023 წლის ბოლოდან გაფორმდა ოფიციალური სადილერო ხელშეკრულება.“
„თეგეტა მოტორსი“, რომლის პორტფელშიც 300-მდე მსოფლიო პრემიუმ ბრენდია წარმოდგენილი, ნებისმიერ ბაზარზე შესვლისას ითვალისწინებს მის სპეციფიკას, საჭიროებებს და აქედან გამომდინარე არჩევს ამა თუ იმ ბრენდსა და რეგიონს.
ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსის“ კომერციული დირექტორი: „კავკასიის შემდეგ ჩვენი განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნებში რამდენიმე მიზანს აერთიანებს. გარდა იმისა, რომ უზბეკეთის ბაზარი თავისთავად საინტერესო იყო ბიზნესის გაფართოების თვალსაზრისით, გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ე.წ აბრეშუმის დერეფნის განვითარებაშიც.
როგორც მოგეხსენებათ, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში არის სამი სატრანსპორტო დერეფანი, სადაც ტვირთი მოძრაობს. ისტორიულად აბრეშუმის დერეფანი, რომელსაც ახლა შუა დერეფანს ეძახიან, ყოველდღე უფრო და უფრო მეტად აქტიური ხდება. შესაბამისად, საქართველოსა და იმ კომპანიების როლი, რომელთაც ამ დერეფნის განვითარებაში მონაწილეობა შეუძლიათ, მნიშვნელოვნად იზრდება.
ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, წვლილი შევიტანოთ შუა დერეფნის გააქტიურების პროცესში, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გაგვიხსნის.“
„თეგეტა მოტორსის“ გეგმები საკმაოდ ამბიციურია. კომპანია 3-4 წლის პერსპექტივაში ExxonMobil-ის 7-8 მილიონი ლიტრი პროდუქტის რეალიზაციას და უზბეკეთის ბაზრის სრულად დაფარვას გეგმავს.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.