ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თებერვალში სისხლის სამართლებრივი დევნა 66 არასრულწლოვანზე დაიწყო, დაზარალებულ პირთა შორის 93 არასრულწლოვანია

თებერვალში სისხლის სამართლებრივი დევნა 66 არასრულწლოვანზე დაიწყო, დაზარალებულ პირთა შორის 93 არასრულწლოვანია

2025 წლის თებერვალში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1830 პირზე, მათ შორის 66 არასრულწლოვანია. ამის შესახებ საქსტატი შსს-ს სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს.

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე შემდეგია.

განზრახ მკვლელობა -5,
განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში -3,
სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით -2,
თვითმკვლელობამდე მიყვანა - 1,

დევნის დაწყების მაჩვენებელი ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე

ოჯახური ძალადობა -156
ძალადობა -114

დევნის დაწყების მაჩვენებელი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე

გაუპატიურება 6 (დაზარალებულთა შორის 2 არასრულწლოვანია)
გარყვნილი ქმედებისთვის 4 პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა (დაზარალებულთა შორის 7 არასრულწლოვანია)
სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკის მიუღწეველთან - 4, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება -3,

დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ

თავისუფლების უკანონო აღკვეთა - 7,
ქორწინების იძულება - 2,
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) - 2

დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ

ქურდობა 324,
ძარცვა - 30,
ყაჩაღობა - 15

სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ. ნარკოდანაშაულისთვის 527 პირის მიმართ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისთვის 61 პირის მიმართ.

21 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა კომპიუტერული დანაშაულის გამო. სამოხელეო დანაშაულზე - 5.

მმართველობის წესის წინააღმდეგ დანაშაულებზე სხვადასხვა მუხლით 143 სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. სასამართლოს უპატივცემულობისთვის - 1, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის - 14, შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის 38.

2025 წლის თებერვლის თვეში სულ დაზარალებულ პირთა რაოდენობამ  შეადგინა 1382. დაზარალებულთა შორის 93 არასრულწლოვანია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.