ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თებერვალში საქართველომ ნავთობპროდუქტები ტოგოში ექსპორტზე გაიტანა

საქსტატის მონაცემებით, საქართველომ ვაჭრობა აფრიკის ერთ-ერთ პატარა სახელმწიფო ტოგოსთან დაიწყო.
აქამდე ტოგოსთან საქართველოს რაიმე პროდუქტის ექსპორტი ან იმპორტი არ ჰქონია.
სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის იანვარ-თებერვალში, ტოგოში საერთო ჯამში 19 მილიონ დოლარზე მეტი თანხის ნავთობპროდუქტების ექსპორტი მოხდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქსტატის მიხედვით, ტოგო ექსპორტის მაჩვენებლით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარია, ისრაელი, გერმანია, იტალია და ასე შემდეგ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.