თებერვალში თბილისი მსოფლიო ფარიკაობის ცენტრი გახდება

თებერვლის პირველი სამი კვირა, თბილისის სპორტის სასახლე მსოფლიო ფარიკაობის ცენტრი გახდება. საქართველოს დედაქალაქს პლანეტის მოქმედ უძლიერეს ხმლით მოფარიკავე კაცებთან ერთად, ფარიკაობის სამივე დისციპლინის ახალგაზრდა, მომავალი ვარსკვლავები ესტუმრებიან.
3-4 თებერვალს, დაშნით მოფარიკავე იუნიორ ქალთა მსოფლიო თასი ჩატარდება. ამ ეტაპზე დაგეგმილია 200-მდე მოფარიკავეს, მათ შორის ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენების გამოსვლაც.
9-11 თებერვალს, კაც ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასი გაიმართება. თბილისური ტურნირი უმნიშვნელოვანესია, რადგან ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების დასაგროვებლად მხოლოდ სამი ტურნირი დარჩა, აქედან გამომდინარე საქართველოს ყველა უძლიერესი ხმლით მოფარიკავე ეწვევა, ბევრი მათგანი თბილისში ნაადრევად, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვა.
17-18 თებერვალს, სპორტის სასახლე კვლავ მომავალ ვარსკვლავებს, ამჯერად რაპირით და ხმლით მოფარიკავე იუნიორ ქალებს დაეთმობათ.
მსოფლიო თასებზე დეტალურ, ასევე ქართველ მოფარიკავეთა მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა