,, თეა წულუკიანი ყველა შესაძლო ვარიანტიდან ყველაზე საზიზღრობა რაცაა, მხოლოდ იმას იჯერებს” – დავით ზურაბიშვილი

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:
,,ჩემი სუბიექტური და მოკრძალებული აზრით:
ბიძინა ივანიშვილს მართლა სჯერა, რომ მას გლობალური ომის დიფსთეითი თუ რაღაც მსგავსი მასონური ოხრობა ებრძვის და აყირავებას უპირებს
ირაკლი კობახიძეს სჯერა ყველაფერი, რაც ბიძინას სჯერა და მათ შორის ისიც, რაც თვითონ არ სჯერა.
მამუკა მდინარაძეს არაფრის არ სჯერა, მაგრამ თუ საქმეს და ბატონ ბიძინას ჭირდება, ყველაფერს იჯერებს.
შალვა პაპუაშვილისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თვითონ რა სჯერა და რა არა, რადგან იცის, რომ ჯერ ის უნდა დაიჯეროს რის დაჯერებასაც ავალებენ.
თეა წულუკიანი ყველა შესაძლო ვარიანტიდან ყველაზე საზიზღრობა რაცაა, მხოლოდ იმას იჯერებს და მერე ასეთივე დისკურსით გარდაქმნის მათ გაორკეცებული სისაზიზღრის ნარატივებად, ქოცთა გულებს რომ ია-ვარდად ეფინება.
ნინო წილოსანმა რომ არ იცის რა დაიჯეროს, იმიტომაც სჯერა ბატონ ბიძინასი. აბა ამ უსამშობლო ოპოზიციას ხომ არ დაუჯერებს? კარგით რა, მართლა…
სოზარ სუბარს სჯერა ყველაფერი იმის საპირისპირო, რაც ადრე სჯეროდა, თუმცა, რა სჯეროდა ადრე ხეირიანად აღარც ახსოვს და არც უნდა რომ ახსოვდეს.
მე დავიღალე, თქვენ გააგრძელეთ…“

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო