თეა წულუკიანი – ვმუშაობთ ძველ საგაზეთო სტატიებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ახალი ქართველის შექმნას და ერის გადაგვარებას ისახავდა მიზნად – ამაში მაშინდელმა განათლების სისტემამ დიდი წვლილი შეიტანა

საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესავალ ნაწილში სავარაუდოდ, ვიტყვით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერთან ერთად, ანტიქართული რეჟიმი იყო – განათლების სამინისტროსგან იმდროინდელი სახელმძღვანელოების ასლები გამოვითხოვეთ, ეს არის საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები და დედა ენა სრულიად გარდაქმნილი სახით, – ამის თაობაზე დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
წულუკიანის მტკიცებით, კომისიის კვლევის შედეგად ცალსახად იკვეთება, რომ წინა ხელისუფლება ანტიქართული რეჟიმი იყო.
„ვმუშაობთ ძველ საგაზეთო სტატიებზე, მათ მიერ მიღებულ ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ახალი ქართველის შექმნას და რეალურად ჩვენი ერის გადაგვარებას ისახავდა მიზნად. ამაში მაშინდელმა განათლების სისტემამ დიდი წვლილი შეიტანა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ვადის ერთ თვით – 5 აგვისტომდე გაგრძელების საკითხს იხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ