თეა წულუკიანი გიორგი გახარიას – დღემდე თვლით, რომ სწორია როგორც ექცევით ამომრჩეველს და საპარლამენტო მანდატს? – თუ სწორია, რა არის მიზეზი, რომ არ აღიარებთ პარლამენტს?! მაშინ რატომ გვევედრებოდით ჩამრთეთო?! ან აღიარებთ ამ პარლამენტს, ან არა

რატომ გვევედრებოდით ჩამრთეთო?! ან აღიარებთ ამ პარლამენტს, ან არ აღიარებთ. ჩემი პოზიციაა, რომ პარლამენტში ოპოზიცია საჭიროა – დღემდე თვლით, რომ სწორია როგორც თქვენ მოექეცით მანდატებს და ამომრჩეველს? – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ამ ქვეყანას ოპოზიცია სჭირდება.
„ჩვენ თქვენ დღეს შეგიწყვიტეთ სხვა 11 წევრთან ერთად პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ღიად მინდა ვთქვა: ეს სამწუხარო ფაქტი მგონია. ოპოზიცია ამ ქვეყანას სჭირდება, პარლამენტში მით უმეტეს საჭიროა ოპოზიცია, საკრებულოებშიც და ზოგადად.
ამ კომისიაშიც, თქვენი ადგილი ვაკანტური რჩება. მაქვს შეკითხვა, მას შემდეგ, რაც შეიტყვეთ, რომ თქვენ, ასევე ქალბატონები, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტიდან ცნობილი იყო, ასევე ახალ წევრები, რომლებიც იყვნენ ამ 12 ადამიანში, დღემდე თვლით, რომ სწორია როგორც ექცევით საკუთარ ამომრჩეველს და საპარლამენტო მანდატს?
თუ ასე სწორია, რა არის ამის მიზეზი, რომ არ აღიარებთ პარლამენტს?! მაშინ რატომ გვევედრებოდით ჩამრთეთო?! ან აღიარებთ ამ პარლამენტს, ან არ აღიარებთ. ჩემი პოზიციაა, რომ პარლამენტში ოპოზიცია საჭიროა. 2 წევრი არ უნდა იჯდეს. დღემდე თვლით, რომ სწორია როგორც თქვენ მოექეცით მანდატებს და ამომრჩეველს?!“ – მიმართა წულუკიანმა გიორგი გახარიას.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…