თეა წულუკიანი გივი თარგამაძეზე – ოპერაცია – „გივი, ჩვენ ვართ, გივი“ წარმატებით დასრულდა, ჩვენ მას ჩავაბარეთ შეტყობინება – ბატონო გივი, მობრძანდით, ვინაიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს იქნება გარდაუვალი

ოპერაცია – „გივი, ჩვენ ვართ, გივი“ წარმატებით დასრულდა, ვინაიდან ჩვენ მას ჩავაბარეთ შეტყობინება – ბატონო გივი, მობრძანდით, ვინაიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს იქნება გარდაუვალი, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, სადაც დღევანდელ სხდომაზე მიწვეულია გივი თარგამაძე.
მან თარგამაძეს მოუწოდა, კომისიის სხდომაზე მივიდეს და კითხვებს პასუხები გასცეს.
„საჯაროდ მან განაცხადა, რომ ის კომისიის სხდომაზე გამოცხადებას არ აპირებს, მაგრამ ჩვენ რასაკვირველია, ველოდებით, რომ ის გამოცხადდება. ჩვენი ოპერაცია – „გივი, ჩვენ ვართ, გივი“ წარმატებით დასრულდა, ვინაიდან ჩვენ მას ჩავაბარეთ შეტყობინება. მე ბატონ გივის ვურჩევ – ბატონო გივი, მობრძანდით, ვინაიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს იქნება გარდაუვალი. მობრძანდით და გაეცით კითხვებზე პასუხი, რომლებიც ეხება აგვისტოს ომს და იმ 8-წლიან პერიოდს, როდესაც თქვენ მართავდით უშიშროების კომიტეტს პარლამენტში“, – განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე რამაზ ახვლედიანი, გივი თარგამაძე და კახა დაბრუნდაშვილი არიან დაბარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა