არქივი10 აპრილი, 2025, 11:51
თეა წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიამ გიორგი გახარია დაიბარა

თეა წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიამ პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია დაიბარა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"მოსაბრძანებლად მოწვეულია გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის, არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან",- თქვა თეა წულუკიანმა.
ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.