ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა

თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა, — ამის შესახებ მან “მთის ამბებთან” ისაუბრა.
გამოცემა წერს რომ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორთან “მთის ამბებმა” ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა. მეცნიერმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება უკანონოდ დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო. ამას წინ უძღოდა, სასამართლოს მიერ, თეა გოდოლაძეზე მძიმე ძალადობაში ბრალდებული ყოფილი პარტნიორის გამართლება, თეასთვის ბრალის წარდგენა, “ქართული ოცნების” პირველი პირებისგან სიტყვიერი თავდასხმები და მის წინააღმდეგ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ.
გოდოლაძის თქმით, გადაწყვეტილება დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო.
“ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი. გარედან გავაგრძელებ ბრძოლას. გაცილებით მეტი ვიცი და გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე ჰგონიათ”, – ამბობს გოდოლაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.