თეა ახვლედიანი: გვაქვს ურყევი მზაობა ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს შევთავაზოთ უკეთესი მომავლის პერსპექტივა. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, ყველა ჩვენგანის განუხრელი არჩევანია

თეა ახვლედიანი: გვაქვს ურყევი მზაობა ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს შევთავაზოთ უკეთესი მომავლის პერსპექტივა. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, ყველა ჩვენგანის განუხრელი არჩევანია
გვაქვს ურყევი მზაობა ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს შევთავაზოთ უკეთესი მომავლის პერსპექტივა. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, ყველა ჩვენგანის განუხრელი არჩევანია, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
„მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგნად კვლავ დარჩება გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება და მათი მხარდაჭერის მიზნით ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებების განხორციელება.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით გაგრძელდება მუშაობა 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით, რათა შეძლებისდაგვარად მეტ ადამიანს დავუბრუნოთ პასუხი მათი გაუჩინარებული ოჯახის წევრის ხვედრის თაობაზე. რა თქმა უნდა, აქტიურად გაგრძელდება გასულ წლებში ერთიანი სამთავრობო გუნდით წამოწყებული ყველა ინიციატივა. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ჩვენი ხედვა ახალი სამოქმედო გეგმების შემუშავებისა თუ სტრატეგიების ადაპტაციის პროცესში ითვალისწინებს სწრაფად ცვალებად რეალობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებსა და მიმდინარე საჭიროებებს, იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო ქმედითი, შედეგზე- ორიენტირებული და ოპტიმალურ გზები გამოვნახოთ ახალი შესაძლებლობების განვითარებისთვის.
გვაქვს ურყევი მზაობა, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს შევთავაზოთ უკეთესი მომავლის პერსპექტივა; დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, ყველა ჩვენგანის განუხრელი არჩევანია“, – აღნიშნა ახვლედიანმა.
Previous: სუს-ი: ამოღებულია რამდენიმე ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელთა გადაადგილებასაც ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე ანდრეი შარაშიძე

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს