არქივი13 მარტი, 2025, 01:08
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორ გიორგი შალუტაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შესასვლელად ემზადებიან

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიასთან შეკრებილმა სტუდენტებმა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორთან გიორგი შალუტაშვილთან სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს.
ერთ-ერთმა სტუდენტმა მას უთხრა, რომ მათ არ მიეცათ საშუალება, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ ეთერში, ამიტომ, ითხოვენ, რომ ტელევიზიის შენობაში შევიდნენ და ან ეთერი დაუთმონ ან პირისპირ გაესაუბრონ რექტორს.
სტუდენტებმა ტელევიზიის შენობაში შესვლაზე შალუტაშვილისგან თანხმობა მიიღეს. ისინი შენობაში შესასვლელად ემზადებიან.
შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.