ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში, „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერი აქციაა

თბილისში, „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერი აქციაა

თბილისში, „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს – ამ წუთებში მარშის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედანზე არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით დაიძრებიან.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, დღევანდელი ფართომასშტაბიანი შეკრება საქართველოსა და აშშ-ს შორის 35-წლიან მეგობრობას ადასტურებს.
მარშის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და აშშ-ის დროშები. ისინი “ოცნების” მაღალჩინოსნების დასანქცირებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, 27 მარტს ამერიკის სენატი “მეგობარ აქტს” განიხილავს. კანონპროექტს მხარს 8 რესპუბლიკელი და 10 დემოკრატი კონგრესმენი უჭერს. “მეგობარი აქტის” წარმდგენი ჯო უილსონი ამბობს, რომ დოკუმენტის მიღებით ამერიკას ქართველი ხალხისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სურს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.