ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში EU-ს ქვეყნების საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელების დელეგაცია ჩამოდის

თბილისში EU-ს ქვეყნების საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელების დელეგაცია ჩამოდის

11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ჩამოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ავრცელებს.
„საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ ერთგული ვართ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსი ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიმდინარე მოვლენებით“, – წერს როთი X-ზე.
მიხაელ როთის ინფორმაციით საქართველოში ჩამოვლენ შემდეგი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები: გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.