ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში BMW-ს და Mini Cooper-ის შოურუმი შენდება - როგორი იქნება და როდის დასრულდება მშენებლობა?

თბილისში BMW-ს და Mini Cooper-ის შოურუმი შენდება - როგორი იქნება და როდის დასრულდება მშენებლობა?

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, კომპანია GT Motors-ი BMW-ს და Mini Cooper-ის შოურუმს აშენებს.
როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციიდან ირკვევა, GT Motors-ი მშენებლობის დასრულებას 36 თვეში გეგმავს.
„საპროექტო შენობის დანიშნულება წარმოადგენს ავტოსერვისით მომსახურებას შესაბამისი კომერციული სივრცით. შენობები წარმოდგენილია კომპლექსის სახით და შედგება 3 ნაგებობის ერთობლიობით.
ძირითადი შენობა - 2 სართულიანია, სადაც მინუს ერთ ნიშნულზე განთავსებულია ავტოსერვისის და ავტოსადგომის სივრცე. ნული სართული წარმოდგენილია კომერციული დანიშნულების და მისი მომსახურებისთვის საოფისე ფართებით და ასევე ავტოსადგომის სივრცით. ხოლო პლიუს ერთი სართული დაკავებულია საოფისე და კომერციული ფართით. პლიუს ერთ სართულზე ასევე გათვალისწინებულია თანამშრომელებისთვის სავარჯიშო და საზაფხულო სივრცეები დასასვენებლად. ძირითადი საინჟინრო დანადგარები განთავსებულია სახურავზე პარაპეტის მიღმა.
ავტოსადგომის შენობა - 4 სართულიანია. ავტომობილების მოხვედრა სართულებზე ხდება ლიფტის მეშვეობით.
სამრეცხაოს შენობა - შენობა ერთსართულიანია და შეადგენს დამხმარე ფართების, ავტომობილების ხელით რეცხვის სივრცეებით და მინუს ერთი სართულზე განლაგებულია წყლის რეზერვუარები“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ცნობისთვის, შპს „ჯი-თი მოტორსის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ავტომობილებით ვაჭრობა და გაყიდვის შემდგომი სერვისი. ”ჯი-თი მოტორსი” საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ საავტომობილო ბრენდებს, როგორებიცაა BMW, Ford, Land Rover, Jaguar და Suzuki. კომპანიის გენერალური დირექტორი თემურ უსტიაშვილია, კომპანიის 100%-ს კი შპს „ჯი-თი გრუპ“-ი ფლობს, რომლის მფლობელები გიორგი გველესიანი, გიორგი თავდიშვილი და თემურ უსტიაშვილი არიან.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.