არქივი16 მარტი, 2025, 17:22
თბილისში 21 წლის ბიჭი მოკლეს თავისივე დაბადების დღეზე...

თბილისში 21 წლის ბიჭი მოკლეს თავისივე დაბადების დღეზე...
თბილისში, გამთენიისას ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
21 წლის ახალგაზრდა ხობის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდანაა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი კაზინოში, დაცვაში მუშაობდა.
„ვიღაცას უჩხუბია, ის გაუშველებია და მერე ვიღაცამ კისერი გამოჭრაო”,- ამბობს წყარო.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.